“ეს არ არის კონკრეტული ფაქტი, ეს არის სისტემა. თავიდან ბოლომდე კორუფცია, უსამართლობა. თემებს ვერ ვეწევით, ვერ ვიმახსოვრებთ, იმდენი სკანდალია, იმდენი უბედურებაა და იმდენი კანონდარღვევაა. მწვანე აქვს ანთებული ყველას აბსოლუტურად, ოღონდ ერთ ბატონს ემსახურონ. კოტუფციამ წალეკა ეს ქვეყანა თავიდან ბოლომდე. 2012 წლამდე, სანამ ეს ადამიანები მოვიდოდნენ, ცალ-ცალი “კალოშით” მოდიოდნენ, სოციალურად დაუცველი იყო ნახევარზე მეტი და დღეს ნახეთ, როგორ არიან ეს ადამიანები. ამ ქვეყანას გაძლების რესურსი დაჩა ძალიან ცოტა, იმიტომ რომ გამოღრღნეს. არ ვიცი, ხალხი დაიღალა, არ ვიცი შეეგუა თუ რა ხდება, მაგრამ ყველაფრის მიმართ არის წაყრუება”, – აცხადებს პარტია “ლელოს” წევრი, ლევან სამუშია.