ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გრიგოლია: ძალით თუ არ ხარ მიყვანილი, რატომ უნდა მოგინდეს ღრიალი, კარგია, პრემიერის ცოლს რომ გადაეცა ტყეო

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ბაკურიანში დღეს მომხდარ ინცინდენტს ეხმაურება, რა დროსაც, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისთვის იჯარით გადაცემული ტყის მონაკვეთის სანახავად მისულ ოპოზიციას, ადგილობრივები დახვდნენ და ტერიტორიაზე არ შეუშვეს. გრიგოლიას თქმით, ეს ადამიანები ხელისუფლების დავალებას ასრულებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გაუკვეველია, რა უნდა ყოფილიყო მათი მოტივაცია.

“არ ვიცით, ვიცინოთ თუ ვიტიროთ. მე ვერ წარმომიდგენია, ძალით თუ არ ხარ მიყვანილი, რატომ უნდა მოგინდეს, რომ მიხვიდე და ხმამაღლა ღრიალით, ყვირილით დააფიქსირო ასეთი პოზიცია, რომ ძალიან კარგია, პრემიერის ცოლს რომ გადაეცა ტყე. ეს ტყე იმიტომ მიიერთა ეზოზე, რომ უკეთ დაიცავსო. აბა რა უნდა თქვან ღარიბაშვილის დასაცავად სპეცდავალებით მიყვანილმა “გამპრავებლებმა?”. ტყის იჯარით აღებაში პრობლემა არ არის. ერთ დღეს რომ მილიონ გაჭირვებულზე ლაპარაკობ და მეორე დღეს შენი კარ-მიდამო არ გყოფნის და ტყეს იერთებ, მერე ამის გაპრავებას ავალებ სხვებს, ჩემი აზრით, აი ეგაა პრობლემა”, – აღნიშნა გრიგოლიამ გადაცემის “რეაქცია” შესავალ სიტყვაში.

იტვირთბა....