ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ზელენსკი: თუ ყველა ამბობს, რომ ომი ხვალ იქნება, უკრაინას რაში არგებს “მოგვიანებით” დაწესებული სანქციები?

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, ახლა კიევისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა დააკონკრეტოს, მიიღებს თუ არა უკრაინას ნატო-ში. უცხოური მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, თუ უკრაინას ნატო-ში არ მიიღებენ, საკუთარ თავს თვითონ დაიცავენ.

“ეს უნდა გავაკეთოთ, საკუთარი თავი უნდა დავიცვათ – თუ ნატო-ში არ ვართ, მაშინ თავს ჩვენ თვითონ ვიცავთ”, – განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ ალიანსის ზოგიერთ წევრს, უკრაინის ნატოში გაწევრიანების იდეა ძალიან არ მოსწონს.

ზელენსკის თქმით, გაუგებარია, თუ ყველა იმას ამბობს, რომ ომი ძალიან ახლოსაა, რუსეთისთვის სანქციების მოგვიანებით დაწესებაზე რატომ მიდის საუბარი.

“ეხება ეს (სანქციები) უკრაინას? ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სამწუხაროდ, არა. არ ვიცი, რა იქნება მოგვიანებით. თუ ყველა ამბობს, რომ ხვალ ომია და ის სრულმასშტაბიანი იქნება, რაში გვჭირდება მოგვიანებით დაწესებული სანქციები? ამიტომ, ამ ეს სანქციები ჩვენი სახელმწიფოს გამო ნამდვილად არ არის”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

იტვირთბა....