ახალი ამბები პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: არანაირი ეროვნული შეთანხმება არ არის საჭირო

პარტია “გირჩის” წევრმა, იაგო ხვიჩიამ ეროვნული შეთანხმების საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის და მედიის წარმომადგენლების შეხვედრის შესახებ საუბრისას აღნიშნა, სინამდვილეში, საქართველოში ეროვნული შეთანხმების საჭიროება არ არსებობს და ერთმანეთთან დაპირისპირებაში მხოლოდ პოლიტიკოსები არიან.

“მემგონი, არანარი ეროვნული შეთანხმება არ არის საჭირო. ამ ქვეყანაში არანაირი ეროვნული კონფლიქტი არ არსებობს. არსებობენ პოლიტიკოსები ერთი პარტიიდან და მეორე პარტიიდან, რომლებსაც ერთმანეთი არ მოსწონთ და საკუთარ მომხეებს ყოველდღიურად, საკუთარი მედიასაშუალებებისა და პოლიტიკოსების მეშვეობით აქეზებენ, რომ რაღაცნაირად გაიწიონ სიტყვიერად მეორე პოლიტიკური ძალის მომხრეებზე თუ პარტიის წევრებზე. შესაბამისად, მგონია, რომ ეს არის დასამთავრებელი და თუ დამთავრება უნდათ, “ნაციონალურმა მოძრაობამაც” რომ ცალმხრივად შეწყვიტოს და უცბათ თქვას, რომ აღარ არის ბრძოლის რეჟიმში და გადაწყვიტოს, რომ მართლა ჩვეულებრივი პარტიასავით მოიქცეს, მათ რაღაც შანსი ექნებათ, რომ პოლიტიკაში ტრანფორმირდნენ ამ გიჟობიდან”, – განაცხადა ხვიჩიამ გადაცემა „360 გრადუსში“.

იტვირთბა....