[su_quote]”მე გავიზარდე ბაკურიანში. რაც დღეს ტელევიზორში ვნახე, ცუდი სიზმარი მეგონა. მოქალაქეთა ჯგუფი არამხოლოდ ტყეში არ შეუშვეს, სადაც ბავშვობაში ზამთარ-ზაფხულ დავიარებოდი, არამედ პოლიციამ ტყესთანაც კი არ მიუშვა.
თან ტიტუშკების ჯგუფი თუთიყუშივით იმეორებდა, ღარიბაშვილმა ღირსება დაგვიბრუნაო. რაც არ ჰქონდათ, რას დაუბრუნებდა?! ნაციონალებმა მეტი წაიღესო. რავიცი, მე ვიყავი ამ ნაციონალების ლიდერი და რაღაც მიტოვებულად ვგრძნობ თავს, რომ ჩემი ოჯახი ტყისა და მინდორ-ველის გარეშეა დარჩენილი”.[/su_quote]
ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბაკურიანში მომხდარის შესახებ განაცხადა, როდესაც პრემიერ-მინისტრის ცოლის საკუთრებაში გაფორმებული მიწის ნაკვეთის სანახავად ჩასული “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს, ადგილობრივებმა და პოლიციამ ტერიტორიაზე შესვლის საშუალება არ მისცეს.