ქრონიკული დაღლილობის სინდრომი მსოფლიოსთვის უკვე პრობლემად ქცეული ტერმინია. უმიზეზო უენერგიობა და დაღლილობის შეგრძნება, რომელიც განსაკუთრებულ წინააღმდეგობად სამუშო დღეებში წარმოდგება, თავისუფლად შეიძლება დაძლიოთ. ამისთვის საჭიროა:
1. მეტი წყალი დალიეთ – ორგანიზმი დეჰიდრატაციისას ენერგიის დაკარგვას გრძნობს. წყლის ბალანსის შენარჩუნება დაგეხმარებათ დაღლილობას თავი დააღწიოთ. თუ გრძნობთ, რომ ენერგია დაკარგეთ, მიირთვით ერთი ჭიქა წყალი.
2. ადრე ადექით – რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, დაღლილობას სწორედ მაშინ გრძნობთ, როცა დიდხანს გძინავთ. ადექით დილაადრიანად, ეს დაგეხმარებათ კონცენტრირებასა და ენერგიის მოზღვავებაში.
3. მიირთვით თევზი – მასში შემავალი ომეგა ორგანიზმს ენერგიის მოზღვავებაში ეხმარება. და საერთოდ, თუ ხშირად გრძნობთ უმიზეზო დაღლილობას, გადახედეთ დღის რაციონს. შესაძლოა არასწორად და იშვიათად იკვებებით. მიიღეთ საკვები მცირე რაოდენობით და ხშირად.