პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მედიასთან შეხვედრის დროს ჰკითხეს, გადახედავს თუ არა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას.
“არავინ არის, ვისაც შეუძლია თქვას, რომ სიტყვა არ შემისრულებია, ესეც არის ნდობის მომენტი. სწორედ იმ სამ მაგალითზე (გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას შეწყალება) დაყრდნობით დაინახა საზოგადოებამ, რომ როცა ვთვლიდი ოდნავ დეპოლარიზაციის მიმართულებით შეიძლებოდა ნაბიჯი გადამედგა, რაც არ უნდა მტკივნეული თუ სენსიტიური ყოფილიყო, ის ნაბიჯი გადავდგი. ამ შემთხვევაში მთავარი ის არის, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, ასეთი ნაბიჯი იქნება ზეპოლარიზაციის საბაბი და არა დეპოლარიზაციის, თვით სააკაშვილის დაბრუნება იქნა პოლარიზაციის და ზეპოლარიზაციის ერთ-ერთი ნაბიჯი, მე არაფერს გავაკეთებ, რაც დამატებით პოლარიზაციისკენ წაიყვანს ამ ვითარებას,“- განაცხადა ზურაბიშვილმა.