[su_quote]”საზოგადოება გადაიღალა და ორი თემა არის, რაზეც საზოგადოება ფიქრობს – რა გვეშველება და როგორ და რამ უნდა გვიშველოს. მემგონი, ჩვენ თუ რაღაცა არ ვიღონეთ და ვიარეთ ამ ჯადოსნურ წრეზე და ვტკეპნეთ ერთი და იგივე ადგილი, ჩვენი ქვეყანა ვერ მიდის წინ. ეს არის ჩემი დასკვნა ჩემი საპრეზიდენტო მანდატის სამი წლის თავზე. ეს არ არის ჯადოსნური ერთიანობა, რომელიც ერთ დღეში შეიქმნება, ეს არ არის პოლიტიკური პარტიების შერიგება. ეს არის ჩემი ინიცირებული პროცესი, მაგრამ ეს იქნება საზოგადოებრივი პროცესი, რომელშიც ყველა უნდა იყოს ჩართული”.[/su_quote]
ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში ეროვნული თანხმობის იდეასთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.