ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, რეგიონში ომის დაწყება არც მის ქვეყანას და არც რუსეთს არ სურს. ამის შესახებ სააგენტო Sputnik იტყობინება.
“ვფიქრობ, რუსეთის ხელმძღვანელობაშიც გამიგებენ. ის, რასაც ვიტყვი, წესით, მათ პაზიციასაც ემთხვევა. ჩვენ არ გვინდა ომი. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მძიმე და ცუდია, ეს მხოლოდ დისკომფორტი არ არის. ეს საშინელებაა ადამიანისთვის, ხალხისთვის და არა მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეებისთვის. ღმერთმა ნუ ქნას, ომი იყოს. ეს ყველას შეეხება. არ გვსურს ბრძოლაში მონაწილეობა. ეს იმიტომაც არ გვინდა, რომ გვახსოვს, როგორი იყო, როცა ჩვენთან მიმდინარეობდა ომი, რომელიც 70 წლის წინ დასრულდა”, – ამბობს ლუკაშენკო.
ბელარუსის პრეზიდენტი იმასაც აღნიშნავს, რომ თუ ბელარუსი ომში ორ შემთხვევაში ჩაერთვება – თუ მისი ქვეყნის წინაარმდეგ განხორციელდება სამხედრო აგრესია და ასევე, თუ მისი მოკავშირის, რუსეთის ფედერაციის საზღვარის დაცვის საკითხი დადგება დღის წესრიგში.
“ზოგიერთი ქვეყნის ხელმღვანელობა შეიშალა. ისინი ფიქრობენ, რომ ამ ომში გაიმარჯვებენ. მასში გამარჯვებული არავინ იქნება. ყველანი წავაგებთ. ამიტომ, ომი არ გვინდა, უკვე საკმარისად ვიომეთ”, – ამბობს ლუკაშენკო.