„არსად არ მივდივარ და მით უმეტეს, არც პარტია ქართულ ოცნებას ვტოვებ“- წერს სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრი ლექსო თამაზაშვილი.
მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ტელეკომპანია“რუსთავი 2“-მა ინფორმაცია მისი „ქართული ოცნების“ გუნდიდან დატოვებასა და სასწავლებლად გამგზავრებაზე გაავრცელა.
როგორც თამაზაშვილი ამბობს, „რუსთავი 2“-ის სიუჟეტში საუბარი პარტიულ სიაზე იყო, სხვა დანარჩენს კი ჟურნალისტურ ფანტაზიად მოიხსენიებს.
„არსად არ მივდივარ და მით უმეტეს, არც პარტია „ქართულ ოცნებას“ ვტოვებ! ვიყავი, ვარ და ვიქნები ჩვენი გუნდის წევრი. სიუჟეტში საუბარი იყო პარტიულ სიაზე (სხვა დანარჩენი ჟურნალისტური “ფანტაზიის” ამბავია) და ვფიქრობ , რომ ვიქნები პარტიულ სიაში თუ არ ვიქნები, ეს არ ცვლის ჩემს დამოკიდებულებას ჩვენი გუნდისადმი. როგორც ყოველთვის მე იქ ვიქნები, სადაც გუნდი გადაწყვეტს და დავჭირდები!