ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ლავროვი: მზად ვართ, ზელენსკისთან რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის ნორმალიზების საკითხი განვიხილოთ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მზად არიან, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან ურთიერთობის ნორმალიზების საკითხი განიხილონ. ლავროვი ამისთვის ზელენსკის რუსეთში, პეტერბურგში ან სოჭში ჩასვლას სთავაზობს.

“პრეზიდენტმა პუტინმა ამ კითხვას უპასუხა. თუ ზელენსკის იმ ურთიერთობების ნორმალიზება სურს, რომელიც მისი რეჟიმის ცალმხრივი ქმედებებით ზიანდება, ჩვენ მზად ვართ. ჩამოვიდეს მოსკოვში, სოჭში, პეტერპურგში – სადაც გადაწყვეტენ”, – განაცხადა ლავროვმა რუსულ რადიოსადგურებთან ინტერვიუში.

ამასთან, სერგეი ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული მხარე დონბასთან დაკავშირებული სიტუაციის განხილვას არ აპირებს.

 

იტვირთბა....