არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე ბრალდებული პატრულ-ინსპექტორებს, კახა ბაკაშვილს და ნუკრი ბაქრაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს მიიღო. ამასთან, ბრალდებულებს განაჩენის გამოცხადებამდე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდნენ.
პატრულ-ინსპექტორ ნუკრი ბაქრაძეს ბრალად ედება არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ და 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პატრულ-ინსპექტორ კახა ბაკაშვილს კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება აქვს ბრალად წაყენებული.