NDI-ს კვლევის მიხედვით, მოსახლეობა კვლავაც აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას და თანხმდება, რომ ეს მნიშვნელოვანია, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად.
გამოკითხულთა 77 პროცენტი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს, გახდეს ნატო-ს წევრი. ეს 2018 წლის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
გამოკითხულთა 83 პროცენტისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, რაც 2018 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ამასთან, NDI-ს კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობის (43%) აზრით, საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.