NDI-ს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის, ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. როგორც ორგანიზაციის კვლევაშია აღნიშნული, კონკრეტული პარტია გამოკითხულთა მხოლოდ 42-მა პროცენტმა დაასახელა. აქედან 24% მიიჩნევს, რომ მის შეხედულებებეთან ყველაზე ახლოს “ქართული ოცნება” დგას, 9 პროცენტი კი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ასახელებს.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ არც მმართველი პარტია და არც ოპოზიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ. ისინი არც პარლამენტისადმი არიან
ოპტიმისტურად განწყობილნი და ამბობენ, რომ საკანონმდებლო ორგანო მათთვის
მნიშვნელოვან საკითხებზე არ მუშაობს (53 პროცენტი); 52 პროცენტს ასევე არ სჯერა, რომ თუ
პარლამენტის წევრს მათ დასახლებაში არსებული პრობლემების შესახებ ეტყვის, ის პრობლემის
მოგვარებაში დაეხმარება.
ამასთან, კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა პარტიათაშორის თანამშრომლობას უჭერს მხარს.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, მოქალაქეთა უმრავლესობა ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის
შემრიგებლის როლში ადგილობრივ აქტორებს მოიაზრებს. უმეტესობა (34 პროცენტი) ამბობს,
რომ ეს როლი თავად პარტიებმა უნდა ითავონ, 11 პროცენტი კი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი
ყველაზე კარგად გაუმკლავდებოდა შუამავლის როლს. დარჩენილი 18 პროცენტი მიიჩნევს, რომ
ეს ფუნქცია დასავლელმა პარტნიორებმა უნდა შეასრულონ.
“ახალი კვლევის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ მოქალაქეები პარტიებს შორის
თანამშრომლობას ითხოვენ. პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის აღმოფხვრა
ხელისუფლებისა და ოპოზიციის პრიორიტეტად უნდა იქცეს,” – აცხადებს NDI საქართველოს ოფისის დირექტორი, ალან გილამი.