გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრები ნინო ძებისაშვილი მეტრონომთან საუბრისას აცხადებს, რომ ოკუპანტებმა უკანონო ბორდერიზაცია განაახლეს.
მისი განმარტებით , ოკუპანტების დღევანდელი ქმედებების შედეგად, ორი სახლი , საძოვრები, ეკლესია და მეჯვირსხევის სასაფლაოს ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა.
“დღეს გამოჩდნენ ისევ. თანასოფლელები ამბობდნენ, რომ ორი სახლი, ეკლესია, სასაფლაო და მიწები მოყვა იქით. ადრეც იყვნენ გადმოსულები, პირველი შემთხვევა არ არის”, – ამბობს ძებისაშვილი.
მეტრონომი დაუკავშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სადაც გავრცელებულ ინფორმაციას, შესაძლო უკანონო ბორდერიზაციასთან დაკავშირებით არ ადასტურებენ. როგორც უწყებაში განმარტავენ, მეჯვრისხევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეინიშნება “გარკვეული უკანონო დესტრუქციული ქმედებები”.
ფაქტთან დაკავშირებით უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკაშვირის სადამკვირვებლო მისია.