“რუსეთმა თავისი ძალები უნდა გაიყვანოს საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან, სადაც ისინი ამ ქვეყნების თანხმობის გარეშე არიან განლაგებული”, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა სპეციალურ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს აგრესიული რიტოტიკა და მავნებლური ქმედებები მოკავშირეებისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ.
“ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ რუსეთის შეშფოთების მიზეზები და რეალურ დიალოგში ჩავერთოთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გავაძლიეროთ და როგორ გამოვიჩინოთ პატივისცემა ევროპის უსაფრთხოების პრინციპებისადმი, რომელსაც ჩვენ ყველამ მოვაწერეთ ხელი, ჰელსინკის დეკლარაციიდან დაწყებული. ეს თავის თავში მოიაზრებს ყველა ქვეყნის უფლებას, თავად გადაწყვიტონ სამხედრო სტრუქტურის საკითხები, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს თავისი აგრესიული რიტორიკა და მავნებლური ქმედებები მოკავშირეებისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი მებრძოლები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვადან, სადაც ისინი ამ ქვეყნების თანხმობის გარეშე არიან განლაგებული”, – აცხადებს სტოლტენბერგი.
მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-მ რუსეთს უკვე გაუგზავნა წერილობითი პასუხი მის მიერ მოთხოვნილ უსაფრთხოების გარანტიებზე.