ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შემოქმედებითმა სტუდიამ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვს საგაკვეთილო პროცესში ჩართბაზე უარი უთხრა – სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შპს ” არტ თაიმ სტუდიამ” განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვს ბავშვს საგაკვეთილო პროცესში ჩართვაზე უარი უთხრა, რის მიზეზადაც ბავშვის რთული ქცევა დაასახელა.

“2021 წლის მარტის თვეში დედამ დაუნის სინდრომის მქონე შვილი არაფორმალური განათლების მიღების მიზნით, შემოქმედებით სტუდიაში მიიყვანა. ბავშვის ფსიქოლოგის შეფასებით, ხატვა, ძერწვა და მსგავსი აქტივობებით დატვირთვა ბავშვს ხელს შეუწყობდა, უკეთ გამოემუშავებინა სოციალური უნარ-ჩვევები. საგაკვეთილო პროცესში ჩართვიდან მეორე დღეს, დაწესებულებამ მშობელს უარი უთხრა ბავშვთან მუშაობის გაგრძელებაზე, რის მიზეზადაც მისი რთული ქცევა დაასახელა.” – ნათქვამია განცხადებაში.

ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველს წარედგინა როფორც ბავშვთან მომუშავე სპეციალისტების,  ასევე სხვა შემოქმედებითი დაწესებულებების აღმზრდელების შეფასებები, რომლებშიც აღნიშნულია, რომ ბავშვისთვის არ არის დამახასიათებელი სხვების, ან თვითდამაზიანებელი ქცევის გამოვლენა.

“მხარეთა პოზიციებისა და სამართლებრივი სტანდარტების ანალიზის საფუძველზე, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ დაწესებულებას მომსახურებაზე უარის თქმისას არ განუხილავს გონივრული მისადაგების პრინციპიდან გამომდინარე, შესაფერისი ალტერნატივებისა და სასწავლო პროცესის მოდიფიკაციის შესაძლებლობა, რაც შესაძლოა ყოფილიყო გარემოსთან ადაპტირების პროცესში მშობლის დახმარება”, – ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი შპს “არტ თაიმ სტუდიოს” დირექტორს მოუწოდებს, რომ მომავალში, საქმიანობის განხორციელებისას შეთავაზებული მომსახურების  მიმღებ პირთა  განსხვავებული საჭიროებები და მომსახურება განახორციელოს იმგვარად, რომ ყველა ბავშვისთვის უზრუნველყოფილი იყოს მომსახურებით თანასწორად სარგებლობის შესაძლებლობა.

 

იტვირთბა....