ახალი ამბები პოლიტიკა

“ეს არის შესაძლო რუსული აგრესია, სხვა შეფასება ვერ ექნება და იმედია, საქართველოს პარლამენტის შეფასებაც იქნება ეს” – ბოკუჩავა

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციური პარტიების შენიშვნები მოისმინა და იმედი აქვს, რომ მათ გაითვალისწინებენ. ბოკუჩავას თქმით, რუსეთ-უკრაინის სიტუაციას არ შეიძლება მიენიჭოს სხვა შეფასება, გარდა იმისა, რომ ეს შესაძლო რუსული აგრესიაა.

“მოინიშნეს ჩვენი შენიშვნები და თქვეს, რომ განიხილავენ. საბოლოო ჯამში, იმაზე, თუ რაზე შევთანხმდით ან ვერ შევთანხმდით, ჯერ ვერ ვილაპარაკებ, რადგან ისინი გააგრძელებენ კონსულტაციებს საკუთარ გუნდში. ეს არის შესაძლო რუსული აგრესია, ამას სხვა შეფასება ვერ ექნება და არც აქვს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ საქართველოს საკნონმდებლო ორგანოს შეფასებაც იქნება ეს და აისახება საბოლოო ტექსტში”, – ამბობს ბოკუჩავა.

პარლამენტში დღეს გამართული კონსულტაციების შემდეგ, რეზოლუციის დაბოლოო ტექსტი ჯერ არ შეჯერებულა. სავარაუდოდ, რეზოლუციის პროექტი პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება.

იტვირთბა....