ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტის, დონალტ ტრამპის განცხადებით, უკრაინასთან დაკავშირებული სიტუაცია მისი მმართველობის პირობებში არ შეიქმნებოდა.
“ის, რაც რუსეთთან და უკრაინასთან ხდება, არასდროს მოხდებოდა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში. ამის შესაძლებლობაც კი არ იქნებოდა“ – განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპის შეფასებით, ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პირობებში აშშ უსუსურად და არაკომპეტენტურად გამოიყურება.