ნეაპოლში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა სამი დღის წინ დაკარგული სალომე ტეტუნაშვილის სამძებრო სამუშაოების აქტიურად დაწყების მოთხოვნით აქცია გამართეს. ისინი მსვლელობით იმ ადგილისკენ გაემართნენ, სადაც 27 წლის ახალგაზრდას მუშაობდა. გაუჩინარებულის კვალზე გასვლა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
“მესამე დღეა, უშედეგოდ მიმდინარეობს ყველაფერი, კამერების ამოღებაც ვერ მოხერხდა. გოგო საღამოს სამსახურიდან გავიდა ნაგვის გადასაყრელად და იქ აღარ დაბრუნებულა. ტელეფონი, დოკუმენტები, აბსოლუტურად ყველაფერი სამსახურში აქვს დატოვებული”, – ამბობს ნეაპოლში მცხოვრები ნინი ჩიქოვანი.
ემიგრანტების შეკრების ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.