aviabiletebi
ახალი ამბები საზოგადოება

ჯანგირაშვილი: აქ ლპება სისტემა, როცა პოლიციელი იქცევა მმათველი პერსონის პირად გვარდიად

ჟურნალისტ ნინო ჯანგირაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას იმიტომ არ შეუძლია ცალკეულ დანაშაულებზე პოლიციელის დასჯა, რომ ამავე პოლიციელს მათი მითითებით სხვა უკანონობები აქვთ ჩადენილი. ამის შესახებ ჯანგირაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” აღნიშნა.
“სულ ასე იყო, წინა ხელისუფლების დროსაც და ახლაც, გვეუბნებიან, რომ ასეთი რამე ყველგან შეიძლება მოხდეს. ყველგან შეიძლება გადავიდეს კანონის ზღვარს მიღმა პოლიციელი და ეს მართლაც შესაძლებელია, მაგრამ აქ მთავარია, სისტემა როგორ რეაგირებს ამაზე. ნორმალურ ქვეყანაში ისჯებიან კანონის შესაბამისად, ჩვენთან არ ისჯებიან. ეს პოლიციელი რომ დასაჯონ, მერე ის ხომ ეტყვის, შუშანა მაცაბერიძის გასაკავებლად რომ მიშვებ, ეს კანონიერიაო? “ქართული ოცნების” ოფისთან სამი კაცი რომ მივა და იქ 300 პოლიციელი მიდის, ეს კანონის შესაბამისია? მაგრამ ბიძინა, ოხანაშვილი და ვოლსკი ხომ უნდა იყვნენ მშვიდად. აი, აქ ფუჭდება საქმე, აქ ლპება სისტემა და აქ წახდება ყველაფერი, როცა პოლიციელი იქცევა მმართველი პერსონის ან პოლიტიკური პარტიის პირადად გვარდიად. ამიტომ არის და იქნება ეს სისტემური პრობლემა”, – აღნიშნა ჯანგირაშვილმა პოლიციელის მიერ შშმ პირის ცემის ფაქტის შეფასებისას.
იტვირთბა....