ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩერგოლეიშვილი: რაც ქვეყანაში ხდება, არ არის ის, რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, ეს უფრო შევარდნაძეს მახსენებს

“ტაბულას” დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, დღეს ქვეყანაში პოლიცია კრიმინალს ჰყავს დაჩაგრული და ისინიც, უმწეო ადამიანებზე ტეხავენ ჯოხს. მისი თქმით, ქვეყანაში დღეს არსებული ვითარება შევარდნაძის დროს ახსენებს. ამის შესახებ ჩერგოლეიშვილმა გადაცემა “რეაქციაში”, პოლიციის მიერ შშმ პირზე ძალადობის ფაქტის შეფასებისას განაცხადა.

“მართალია რომ ამბობენ, რომ 30 წელია დამოუკიდებლები ვართ და ლეიტმოტივად ეს ძალადობა გაგვსდევსო. რაც ახლა ამ ქვეყანაში ხდება, ეს არ არის ის, რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს. ის სხვა ტიპის პრობლემა იყო, ეს უფრო შევარდნაძეს მაგონებს. ჩვენ გვახსოვს დრო, როცა ქვეყანაში იყო ქაოსი, სახელმწიფო ვერ ერეოდა კრიმინალს, მაგრამ სამართალდამცავები, მათ შორის კრიმინალისგან დაჩაგრული გამწარებული სამართალდამცავები ჯოხს ატეხავდნენ უმწეო ადამიანებს. ეს პოლიციელი რატომ აკეთებს ამას, იმიტომ აკეთებს, რომ მას ეს შეუძლია. ეს პოლიციელი კრიმინალს კი არ ებრძვის, კრიმანალი ამას ებლატავება, კრიმინალს ეს ამას ვერ გაუბედავს, იმიტომ რომ დაჩმორებული ჰყავს კრიმინალს”, – ამბობს ჩერგოლეიშვილი.

იტვირთბა....