ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გრიგოლია: იყავით მზად – თუ მიხვდებით, რომ ძალოვანები, ან ვინმე სხვა ძალადობს თქვენზე, ეცადეთ, რომ გადაიღოთ მასალა

ტელეწამყვანის, ინგაგრიგოლიას თქმით, ისნის მეტროსადგურში შშმ პირზე მოძალადე პოლიციელები მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ მედიაში დანაშაულის ამსახველი კადრები გავრცელდა და ხელისუფლებას სხვა გზა აღარ დარჩა. როგორც გრიგოლიამ გადაცემა “რეაქციის” შესავალ სიტყვაში აღნიშნა, პოლიციელების მიერ მოქალაქეებზე ძალადობის ბევრი შემთხვევა სწორედ სამხილების არარსებობის გამო რჩება დაუსჯელი. ჟურნალისტი ყველას მოუწოდებს, თუ მათზე ვინმე იძალადებს, ამის ამსახველი კადრების გადაღებას შეეცადონ.

“პოლიციელები დაიჭირეს იმიტომ, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ, რადგან საზოგადოების რეაქცია აღმოჩნდა უმწვავესი, მაგრამ თუ არ არსებობს ძალადობის კადრები, მაშინ დამნაშავეები დაუსჯელები რჩებიან. თუ არ არსებობს კადრები, მაშინ სისტემა და სახელმწიფო მოძალადეებს ხელს აფარებს. მეტროში გადაღებულ კადრებში ასახული სისასტიკე, თუ როგორ ძალადობდნენ ახალგაზრდა უნარშეზღუდულ ბიჭზე, სავარაუდოდ იმიტომ დასრულდა მათი დაჭერით, რომ ხელისუფლება სწორედ გავრცელებულმა კადრებმა გახადა იძულებული. ასე რომ, იყავით მზად. თუ მიხვდებით, რომ ძალოვანები, ან ვინმე სხვა ძალადობს თქვენზე, ეცადეთ, რომ გადაიღოთ მასალა. სხვა შემთხვევაში, ამ ქვეყანაში, ამ ვითომ სამართლიან სახელმწიფოში თქვენ ვერ მოახერხებთ, მოძალადეს დაუმტკიცოთ დანაშაული და დაამტკიცოთ თქვენი სიმართლე. კადრების არარსებობის გამო, თავსაც არავინ შეიწუხებს”, – ამბობს გრიგოლია.

იტვირთბა....