ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რადა ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების მკაფიო ვადების განსაზღვრას ითხოვს

უმაღლესი რადა საერთაშორისო ორგანიზაციებს და უცხო ქვეყნების პარლამენტებს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადების განსაზღვრისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ Европейская правда-ს ცნობით, BBC-ის უკრაინული გამოცემა წერს.

“უკრაინის უმაღლესი რადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, ევროპარლამენტს, უცხო ქვეყნების ხელისუფლებებს და პარლამენტებს და საერთაშორისო ორგანიზაციების საპარლამენტო ასამბლეებს მიმართავს და დამოუწოდებს: მხარი დაუჭირონ უკრაინის სწრაფვას მისი ევროპული პერსპექტივების აღიარებასთან დაკავშირებით და განსაზღვრონ ჩვენი სახელმწიფოს ნატო-ში ინტეგრირების  კონკრეტული ვადები”, – წერია რადას მიმართვაში.

არსებული ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებას რადას 282-მა დეპუტატმა, პრაქტიკულად, ყველა ფრაქციის წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი გარდა პარტიისა Оппозиционная платформа — За жизнь.

იტვირთბა....