ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გაბუნია: მუშაობის ონლაინ რეჟიმზე გადასვლა, სადაც ეს შესაძლებელია, იქნება დაზღვევის ერთ-ერთი საშუალება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ომიკრონის სწრაფი გავრცელების ფონზე, დამსაქმებლებს მოუწოდებს, შეძლებისდაგვარად მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. მისი თქმით, ქვეყანაში კოვიდინფიცირების იმაზე მეტი შემთხვევაა, ვიდრე ამის გამოვლენა ხდება.

“ის, რომ დადებითობის მაჩვენებელი მაღალია, მიუთითებს იმაზე, რომ შემთხვევების გამოვლენილი ნაწილი არ არის სრული სურათი იმ ეპიდემიისა, რაც დღეს გვაქვს. ისევე, როგორც ყველა სხვა ქვეყანაში, რომელმაც გამოიარა ეს ეტაპი, შემთხვევების ნაწილი გამოუვლენელი რჩება. მთავარია, რომ თუ ადამიანი სიმპტომურია, მოერიდოს სამსახურში სიარულს და ამ შემთხვევაში ონლაინ რეჟიმზე გადასვლა, სადაც ეს შესაძლებელია, იქნება დაზღვევის ერთ-ერთი საშუალება. ასევე მთავარია, ბიზნეს-სფეროში დაცვის საშუალებების ზედმიწევნით ზუსტად გამოყენება – პირბადე ისევ კარგად მუშაობს, ხელის ჰიგიენა და ა.შ.“, – განუცხადა გაბუნიამ “ქრონიკას“.

იტვირთბა....