ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

გაერთიანებულ სამეფოს უკრაინიდან საელჩოს თანამშრომლების ნაწილი გაჰყავს

კიევში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს თანამშრომლების ნახევარი უკრაინას დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კონკრეტული საფრთხე არ ემუქრებათ დიპლომატებს, თუმცა, რუსეთის მხრიდან სამხედრო მოქმედებების დაწყების მომატებული რისკის გამო, ქვეყნიდან გაჰყავთ საელჩოს პერსონალის ნაწილი.

როგორც ცნობილია, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხიდან გამომდინარე, შეერთებულმა შტატებმა აშშ-ს საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა.

ხოლო საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინიდან დიპლომატების ოჯახის წევრების გაყვანა გეგმაში არ აქვს.

იტვირთბა....