ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მინისტრთა კაბინეტის ოთხ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს,  თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ ინფორმაცია მეტრონომს მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, მათი ჯანმრთელობის მდგომაროების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

კორონავირუსის შემთხვევების გამო, დღეს მთავრობის სხდომა არასრული შემადგენლობით ჩატარდა. მთავრობის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ სხვა არცერთი მინისტრი იზოლაციაში არ იმყოფება.

იტვირთბა....