ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქირიას მკვლელობაზე მთავარი პროკურორის მოადგილე: “სავარაუდოდ მოკლულია”

მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალის 24-ე კორპუსში მდებარე ერთ-ერთ ბინაში, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის ცხედარი გუშინ დღის ბოლოს ნახეს.

შემთხვევის ადგილზე კომენტარი გააკეთა მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გაბიტაშვილმა. ის ამბობს, რომ ქირია სავარაუდოდ მოკლულია.

ადგილზე მივიდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი, მთავარი პროკურორი და  დაღუპულის ოჯახის წევრები. ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ დაღუპული ვახტანგ ქირიაა.

შეგახსენებთ, სამეგრელო-ზემო სვენეთის საოლქო პროკურრი ვახტანგ  ქირია რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა, გუშინ ის თბილისში  გარდაცვლილი იპოვეს.

 

იტვირთბა....