იუსტიციის სახლთან სამართალდამცველები განაგრძობენ მუშაობას. ჯერჯერობით უცნობია რამ გამოიწვია კრიმინალისტების ასეთი გააქტიურება იუსტიციის სახლთან. თუმცა, სამართალდამცავებმა თეთრი ფერის მერსედესის ავტომობილი სულ ახლახანს ტერიტორიიდან გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია სად და რა მიზნით წაიყვანეს ავტომობილი.
შეგახსენებთ, რომ პოლიცია იუსტიციის სახლთან მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. დღეს დილას კი კრიმინალისტები თეთრი ფერის მერსედესის მარკის ავტომობილიდან ანაბეჭდებს იღებდნენ.
ამ დრომდე უცნობი რჩება რა მოხდა იუსტიციის სახლთან. ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავები კომენტარს არ აკეთებენ.