“ეს არ არის ქვეყანა, რამდენი ხანია ვამბობთ, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის უკანა ეზო, ბიძინა ივანიშვილის ბოსტანი. ამიტომაც არის, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს უფრო მნიშვნელოვანი საქმე, ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარეობაა. კუჭავა წავიდა და თქვა, უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მაქვსო, პაპუაშვილმა დრო ვერ გამონახა ევროპარლამენტარებთან შეხვედრისთვის.
ეს ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც თუ დაარქმევენ თავის სახელს ყველაფერს, კარგი იქნება.როდესაც შარლ მიშელის დოკუმენტი თავზე გადაგვახიეს და ამაზე პრინციპში, ევროპამ სათანადო რეაგირება არ მოახდინა, როდესაც გაეროს ტრიბუნიდან პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვიღებთ პროპორტციულ სისტემას და ამ პროპორციულ სისტემას თავზე გვახევს ბიძინა ივანიშვილის და ამაზე ჩვენი დასავლელი პარტნიორები კიდევ რაღაცა სიტყვებს არჩევენ, რატომაც არა. რაც მეტი გაუვათ ივანიშვილს და მის თანაგუნდელებს, მით უფრო მეტს გააკეთებენ”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ტელეკოპანია პირველის ეთერში.