“ვინც თვლის, რომ ეს პარლამენტი ლეგიტიმურად არის არჩეული, ის თავიდანვე უნდა შესულიყო პარლამენტში. მაგრამ, ვინც თვლიდა და დღესაც თვლის, რომ არ გამოხატავს ეს პარლამენტი ხალხის ნებას, მათგან ის შესვლა ამომრჩევლის შეურაცხყოფაა”, – ამის შესახებ “ევროპული დაქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პალიტრანიუსის გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.
ბოკერიას თქმით, ამ მხრივ, ნაციონალური მოძრაობა არათანმიმდევრულობის მაგალითია.
“ნაციონალური მოძრაობა მაგალითია არათანმიმდევრულობის – დღესაც რომ კითხოთ, გეტყვიან, რომ არ არის ლეგიტიმური ეს პარლამენტიო და თუ არ არის ლეგიტიმური, რატომ არიან იქ? ვის მეტი მანდატი აქვს და ვინ ნაკლები, უპრინციპობას ხომ არ ამართლებს. იმ პარლამენტში, სადაც კამპანია აწარმოე, რომ პუფი იქნება ყველა, ვინც შევაო, თავად შედიხარ, მოსახლეობას უღვივებ იმედგაცრუებას, რომ ფასი არ აქვს სიტყვას და დემოკრატიის სიმულაციაში იღებ მონაწილეობას. კი, მათ აჯობეს სხვა ოპოზიციურ პარტიებს, მაგრამ ეს საზიანო არის ქვეყნისთვის, რადგან ეს ხალხი, არათანმიმდევრულობით და უპრინციპობით, შავრაზმულ იდეებთან კეკლუცით, ეჯიბრება ივანიშვილს”, – ამბობს ბოკერია.