ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბაჩო ახალაია საპატიმროს პირველ მარტს დატოვებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია საპატიმროს პირველ მარტს დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია “ტაბულა” ახალაიას მეუღლემ და ადვოკატმა, ანი ნადარეიშვილმა დაუდასტურა.

როგორც მანამდე ნადარეიშვილი “ინტერპრესნიუსთან” საუბარში აღნიშნავდა, ბაჩო ახალაიას ცხრა წლიანი პატიმრობის ვადა 2021 წლის ნომებერში ამოეწურა, თუმცა,  მსჯავრდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის პერიოდი არ ჩაუთვალეს და სასჯელის ათვლა განაჩენის გამოცხადებიდან დაიწყეს.

მოსამართლის განჩინების მიხედვით, სწორედ მარტში ეწურება ახალაიას პატიმრობის ვადა.

ბაჩო ახალაიას ბრალი რამდენიმე საქმეზე აქვს წაყენებული, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დამნაშავედ არის ცნობილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და პატიმრების წამების ეპიზოდში, ხოლო მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგა უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებაში.

იტვირთბა....