[su_quote]“ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ უნდა გავცდეთ მიშას თემას, მაგრამ ვერ გაცდა იმიტომ, რომ რაღაც სხვა ხომ უნდა წამოწიონ, იმასთან დაკავშირებით კი, როგორ გააკეთონ ეს ისე, რომ იყოს აქტუალური, გააშუქოს ყველა საინფორმაციო გამოშვებამ და მიაღწიოს საზოგადოებამდე, არ აქვთ ჩამოყალიბებული სტრატეგია. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ დანარჩენი ოპოზიცია ნაციონალურ მოძრაობასთან მუდმივმა ურთიერთობამ ცოტა გააზარმაცა”.[/su_quote]
ამის შესახებ პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა, დავით ზურაბიშვილმა პალიტრანიუსის გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა.