ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იასკო: უნდა მივაღწიოთ სააკაშვილის გათავისუფლებას, იმის დაშვება, რომ მას ფსიქოლოგიურად ან ფიზიკურად გაანადგურებენ, არაფრით შეიძლება

უკრაინის რადას დეპუტატის, ლიზა იასკოს განცხადებით, არ შეიძლება იმის დაშვება, რომ მიხეილ სააკაშვილს ფსიქოლოგიურად, ან ფიზიკურად გაანადგურებენ. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, იასკომ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განაცხადა, სადაც სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა.

“უნდა მივაღწიოთ სააკაშვილის გათავისუფლებას, გეგმა ეს არის, მაგრამ ლოდინი და იმის დაშვება, რომ მას ფსიქოლოგიურად ან ფიზიკურად გაანადგურებენ, არაფრით შეიძლება, ეს არ არის ნორმალური“, – აცხადებს იასკო.

როგორც ლიზა იასკომ ჟურნალისტებთან აღნიშნა, დღეს განუცხადეს, რომ მასზე ციხეში შესვლის ნებართვა არ იყო გაცემული.

“ადრე ციხეში შესვლაზე პრობლემა არ შემქმნია, ახლა ჩამოვედი და მეუბნებიან, რომ ნებართვა გაცემული არ არის”, – აღნიშნა მან.

 

იტვირთბა....