ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუსეთი ნატო-ს ძალების ბულგარეთიდან და რუმინეთიდან გაყვანას ითხოვს

რუსეთის მიერ წამოყენებული წინადადება ევროპაში უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ნატო-ს ძალების ბულგარეთიდან და რუმინეთიდან გაყვანასაც ითვალისწინებს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს, 21 იანვარს ჟურნალისტებს განუცხადა.

“როიტერსის” ინფორმაციით, უწყებაში აცხადებენ, რომ ამით, ნატო 1997 წლის საზღვრებს უნდა დაუბრუნდეს.

“საუბარი ეხება უცხო ძალების, ტექნიკის და შეიარაღების გაყვანას და სხვა ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც მიმართული იქნება იმ ქვეყნების 1997 წლის კონფიგურაციაში დაბრუნებისკენ, რომლებიც მითითებულ თარიღში ნატო-ში არ იყვნენ გაწევრიანებული. მათ შორის არის ბულგარეთიც და რუმინეთიც”, – აცხადებენ საგარე საქმეთა სამინისტროში.

იტვირთბა....