მოსკოვში ვიზიტით მყოფმა ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა რუსეთის სახელმწიფო დუმის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ნატო-ს დაშლა უწინასწარმეტყველა.
მისი თქმით, “ნატო ქვეყნების გეოპოლიტიკურ სივრცეში შეჭრას სხვადასხვა საბაბით განაგრძობს”, რითაც, ეწინააღმდეგება “დამოუკიდებელ დემოკრატიებს და ხალხის ტრადიციებს”.
როგორც Эхо Кавказа წერს, ირანის პრეზიდენტის თქმით, ეს საბოლოოდ, ნატო-ს დაშლას გამოიწვევს.