ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ინაშვილი: ნუ შეცვივდებოდნენ პარლამენტში და დანიშნული იქნებოდა ახალი არჩევნები

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები პარლამენტში რომ არ შესულიყვნენ, რიგგარეშე არჩევნები დიდი ხნის დანიშნული იქნებოდა.

“ჩვენ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე. ჩვენ დავიცავით ჩვენი სიტყვა. ჩვენ პრინციპის და სიმართლის გამო არ შევედით პარლამენტში. როდესაც ვთქვით, რომ გაყალბდა არჩევნები, ეს პრინციპი ბოლომდე დავიცავით და ისინი, დემოკრატიაზე ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით რომ ლაპარაკობენ, ნუ შევიდოდნენ პარლამენტში, ნუ შეცვივდებოდნენ და დიდი ხნის დანიშნული იქნებოდა ახალი არჩევნები”, – განაცხადა ინაშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში.

ირმა ინაშვილის თქმით, საზოგადოებას პოლიტიკოსის სიტყვის მიმართ ნდობა აღარ აქვს.

“პოლიტიკოსის სიტყვას უნდა ჰქონდეს წონა. როდესაც პოლიტიკოსი ამბობ, რომ არ შევდივარ, აღარ უნდა შეხვიდე. ან, შეიძლება ხდება რაღაც, მაშინ ნათლად უნდა აუხსნა შენს ამომრჩეველს, რატომ შედიხარ. ვერც ვერაფერს ხსნიან, რაღაცაზე საზოგადოებას მოძღვრავენ და ამისი უფლებაც არ აქვთ. პოლიტიკოსისადმი რწმენა უნდა დაბრუნდეს ხალხში”, – ამბობს ინაშვილი.

იტვირთბა....