ირმა ინაშვილის განცხადებით, ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას პატრიოტთა ალიანსის განადგურების არაერთი მცდელობა ჰქონდა, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ.
“ჩვენ ერთ-ერთი მძლავრი ოპოზიციური პარტია ვართ სინამდვილეში. გვანადგურეს, გვანდგურეს, დიდი მცდელობა ჰქონდა ორივე მხარეს, მაგრამ ვერ გაგვანადგურეს, რადგან იმდენად დიდი მხარდაჭერა ჰქონდა და აქვს ჩვენს პარტიას, რომ მისი განადგურება ასეთი ადვილი არ არის”, – აღნიშნა ინაშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში.
ირმა ინაშვილის თქმით, დღეს პატრიოტთა ალიანსმა ისეთი პარტიები შემოიკრიბა, რომლებიც არც ქართული ოცნების და არც ნაციონალური მოძრაობის მხარეს არ არიან და შექმნა საქართველოს პატრიოტთა ერთიანი ფრონტი, რომლის წევრებიც ქვეყნის შიდა საკითხებსა თუ საერთაშორისო გამოწვევებთან მიმართებაში საერთო პოზიციას იზიარებენ.
“დღეს შედგა დიდი გაერთიანება – ჩამოყალიბდა პოლიტიკური ცენტრი. რომ გადავავლოთ თვალი პოლიტიკურ სპექტრს, არის “ქართული ოცნება” და მასთან დაკავშირებული პარტიების სპექტრი და არის “ნაციონალური მოძრაობა”, რომლის ირგვლივაც თავის დროზე 33 პარტია იყო გაერთიანებული და ახლაც არიან პარტიები, რომელბიც ამ ველზე ჩანან. ჩვენი მიზანია, ყველა სხვა პარტია და პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც არ არის ან მარჯვნივ, ან მარცხნივ, გაერთიანდეს ჩვენთან. აუცილებელია, ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი დაიწყოს”, – ამბობს ინაშვილი.
მისი თქმით, ამ გაერთიანებას უკვე 11-ზე მეტი პოლიტიკური პარტი შემოუერთდა, მათ შორის, მემარცხენე ალიანსი, მონარქისტული პარია და სხვები.