თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა მეუფე ნიკოლოზის შეთავაზებას იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი მის ეპარქიაში გადაიყვანოს შინაპატიმრობაში. ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, კალაძემ ამ ინიციატივაზე პასუხად ჟურნალისტებს განუცადა, რომ სააკაშვილი სასჯელს ისე მოიხდის, როგორც სხვა დანარჩენი პატიმრები.
“პოლიტიკური კრიზისი გააჩნია „ნაციონალურ მოძრაობას“. ქვეყანაში არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს. მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდადებულია, მას აქვს მისჯილი კონკრეტულ დანაშაულებზე და მოიხდის სასჯელს ისე, როგორც ყველა პატიმარი“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, ახალქალაქისა და კუმორდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ ბევრი პრობლემა მოიხსნება, თუ სააკაშვილი მის ეპარქიაში გადავა შინაპატიმრობაში.