“ძალიან მიჭირს ქალბატონ თეა წულიკიანზე საუბარი, იმიტომ, რომ ჩემი უახლოესი მეგობარია”, – ამის შესახებ კულტურის პალატის თავმჯდომარემ, დავით ოქიტაშვილმა ალტ ინფოს ეთერში, კულტურის მინისტრზე საუბრისას აღნიშნა.
ოქიტაშვილის თქმით, წულუკიანი საუკეთესო მინისტრია, ვინც კი აქამდე ამ უწყების სათავეში ყოფილა.
“შემიძლია ხმამაღლა ვთქვა და არავის ეწყონოს, საქართველოს ასეთი მაგარი კულტურის მინისტრი არ ჰყოლია – რატომ? იმიტომ რომ ადამიანი თავისი ფეხით მივიდა ყველგან. ყველა სფეროს შეეხო, ვისაც რა გასაჭირი ჰქონდა, ყველას გვერდში დაუდგა და აკეთებს იმას, რაც სჭირდება კულტურაში მოღვაწე ადამიანებს”, – ამბობს ოქიტაშვილი.
მისი თქმით, წულუკიანს არავისთან აქვს თავი სამართლებელი.
“ეს იცით რა ხდება? ანერვიულდნენ, ანერვიულდნენ იქედან გამომდინარე, რომ ქალბატონმა თეამ დაიწყო უნიკალური ნახატების დაბრუნება სახელმწიფოში და დაბრუნება მუზეუმებში, სადაც ესა თუ ის ნახატი უნდა ეკიდოს. უკვე მიმდინარეობს გამოძიება და საქართველოს მოსახლეობა გაიგებს მალე თუ ვინ გაძარცვა ეროვნული მუზეუმი. ვის საელჩოებში თუ ოთახებში ეკიდა მათ დროს ესა თუ ის ნახატი აი ამაზე არიან. ეხლა თეას არ უყვარს საუბარი იქიდან გამომდინარე, რომ არასოდეს უნდა დაიწყო თავის მართლება, თან ვისთან უნდა იმართლო, ვინც არის დამნაშავე და ვინც ეს სისტემა შექმნა… არ მინდა წარსულზე საუბარი, რადგან ზოგი ადამიანი ცოცხალი აღარ არის, მაგრამ კომისია მუშაობას და იმიტომ არიან გამწარებულები, იმიტომ აღელდნენ. წინასწარ ფონს ქმნიან და მერე იტყვიან აი ქალბატონმა წულუკიანმა ჩვენ დაგვაბრალა ესა და ეს. რა დაგაბრალა, გამოძიება მიმდინარეობს, ძალიან ბევრი ნახატი არის გამქრალი, ვიღაცა კოლექციონერებს აქვთ ნაყიდი იმიტომ, რომ ესენი ყველაფერს ყიდიდნენ”, –