ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ილია მეორე: ადამიანის წინაშე მრავალი განსაცდელია, მაგრამ ღმერთი იცავს ყოველ ადამიანს ამ განსაცდელისგან

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ნათლისღების დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში იქადაგა.

“ნათლისღება ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია ქრისტიანულ სამყაროში. იკურთხება წყალი, ეს ნაკურთხი წყალი უნდა იყოს შენარჩუნებული მთელი წლის განმავლობაში. ნათლისღება არის იმდენად დიდი დღესასწაული, რომ ყოველი ადამიანი უნდა ეზიაროს ამ მადლს, ეს მადლი უნდა მიიღოს ყოველმა ადამიანმა.

წმინდა სამების დღესასწაულია. ხმა უფლის მამისა, მადლი უფლისა გარდამოდის ხალხზე და ეს მადლი იცავს ყოველ ადამიანს ხილული და უხილავი მტრებისაგან. არის მრავალი განსაცდელი ადამიანის წინაშე, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი იცავს ყოველ ადამიანს ამ განსაცდელისგან”, – მიმართა მრევლს პატრიარქმა.

იტვირთბა....