ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლომჯარია: კვლავ შეუსრულებელია ჩვენი რეკომენდაციები სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროებაზე

“კვლავ შეუსრულებელია ჩვენს მიერ გაცემული რეკომენდაციები მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროებაზე, რომელიც გავეცით ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს”, – ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ სახალხო დამცველის აპარატის ექიმთა, სპეციალისტთა და ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებული შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

სახალხო დამცველის თქმით, მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტმა შიმშილობა შეწყვიტა, სახალხო დამცველის სამედიცინო ჯგუფმა სააკაშვილი სამჯერ მოინახულა და გაეცნო როგორც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ისე, პაციენტის სამკურნალოდ წარმართულ მკურნალობის მეთოდოლოგიას.

“ჩვენ დავინახეთ, რომ ამ სამი ვიზიტის განმავლობაში არსებითი ცვლილებები მკურნალობის მეთოდოლოგიის თვალსაზრისით არ განხორციელებულა. პაციენტი იმყოფება მედიკამენტოზურ მკურნალობაზე, თუმცა, კვლავ შეუსრულებელია ჩვენს მიერ გაცემული რეკომენდაციები ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროებაზე, რომელიც გავეცით ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს, თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ აღნიშნული სერვისის მიწოდება არ ხორციელდება. ამიტომ, თუ არსებითად არ შეიცვალა ვითარება, როგორც მკურნალობის მეთოდოლოგიის, ასევე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ დამატებით კიდევ განვახორციელოთ ვიზიტი, ვინაიდან სამმა ვიზიტმა დაგვანახა, რომ მკურნალობის მეთოდოლოგიის თვალსაზრისით და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით არსებითი ცვლილებები არ არის”, – აცხადებს ლომჯარია.

იტვირთბა....