ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, შეცდომაში შემყვანია იმაზე საუბარი, რომ ომიკრონი კორონავირუსის მსუბუქი ვარიანტია.
“ნარატივი, რომ ომიკრონი მსუბუქად მიმდინარეობს, შეცდომაში შემყვანია. ნუ დაუშვებთ შეცდომას. ეს ვარიანტი იწვევს ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევებს, სამედიცინო დაწესებულებები კი ნაკლებად მძიმე შემთხვევების შემთხვევაშიც იტვირთება,“- ამბობს ჯანმო-ს ხელმძღვანელი.