საქართველოს პირველმა არხმა ტელეაუდიტორიის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ყველაზე მეტი ადამიანი “იმედიდან” და “პირველი არხიდან” მიღებულ ინფორმაციას ენდობა.
ამასთან, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა ყველაზე ნაკლები ნდობით ტელეკომპანიები “მთავარი” და TV პირველი სარგებლობენ.
კვლევა სატელეფონო გამოკითხვის სახით, 2021 წლის დეკემბერში, კომპანია “სონარმა” ჩაატარა საქართველოს მასშტაბით და მასში 18 წლის და უფროსი ასაკის ტელემაყურებლებმა მიიღეს მონაწილეობა.