ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქობულეთში, ერთსა და იმავე ბინაში ბოლო თვეების განმავლობაში 2 გარდაცვლილი იპოვეს

ქობულეთში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსის ერთ-ერთ ბინაში 41 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც აჭარის ტელევიზია იუწყება, ბოლო თვეების განმავლობაში ეს მეორე შემთხვევაა, რაც ამ ბინაში გარდაცბლილი ადამიანი იპოვეს. მეზობლები ჟურნალისტებთან ყვებიან, რომ დღევანდელ შემთხვევას წინ უზღოდა კონფლიქტი, რა დროსაც, ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა პოლიცია გამოიძახა.

არსებული ინფორმაციით, სწორედ პოლიციის ეკიპაჟმა იპოვა ბინაში გარდაცვლილი მამაკაცი.

ექსპერტ-კრიმინალისტებმა გვამი პროზექტურაში გადაასვენეს. გარდაცვალების მიზეზზე ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

 

იტვირთბა....