“ამ ხელისუფლებას აინტერესებს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ივანიშვილისთვის არიან ფასეული, ანუ მხოლოდ მის მორჩილებაში მყოფები. სხვა დანარჩენი, უბრალოდ არ ითვლება ადამიანად”, – ამის შესახებ ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე საუბრისას მთავარ არხს განუცხადა.