ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გიგი თევზაძე: წულუკიანის მსგავსი მინისტრი არ ჰყოლია კულტურის სამინისტროს, ადამიანი, რომელიც ბოლომდე იყენებს რეპრესიების ძალაუფლებას

ილიას სახელობის უნივერსიტეტის პროფესორის, გიგი თევზაძის განცხადებით, თეა წულუკიანი არის ადამიანი, რომელიც ბოლომდე იყენებს რეპრესიების ძალაუფლებას. როგორც წერეთელმა ტელეკომპანია პირველის ეთერში აღნიშნა, ჩვენს ქვეყანაში ყველას სისხლში აქვს გამჯდარი, რომ კულტურის სამინისტროს ხელოვნების საკითხებში უხეშად ჩარევის უფლება აქვს და ეს საბჭოთა გადმონაშთი თანამედროვე მიდგომებით უნდა ჩანაცვლდეს.

“ეს არის მთავარი პრობლემა – რომ თეატრი სამინისტრომ უნდა მართოს, თეატრის დირექტორი სამინისტრომ უნდა დანიშნოს, იქ კონკურსი უნდა გამართოს, სადღაც უნდა ჩასვას კომისიის წევრი, წიგნი თუ არ მოეწონება, უნდა დახიოს და დაწვას – ეს იმდენად გამჯდარია ჩვენში და იმდენად არანორმალურია ევროპელისათვის ან ამერიკელისათვის, ძალიან ძნელია აუხსნა. ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ ამ სისტემაში, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი დაინგრა, მერე იყო პირველი, მეორე, მესამე რესპუბლიკა, სამწუხაროდ, სახელმწიფოს ჩარევის და მართვის მეთოდები დიდად არ შეცვლილა. მე იმას არ ვგულისხმობ, რომ კულტურის სამინისტროს ჰყავდა მხოლოდ ასეთი მინისტრები – ძალიან კარგი მინისტრებიც ჰყავდა, ძალიან ცუდი მინისტრებიც ჰყავდა, მაგრამ წულუკიანისნაირი არავინ არ ჰყოლია, ანუ, ადამიანი, რომელიც ბოლომდე იყენებს იმ რეპრესიების ძალაუფლებას, რომელიც სამწუხაროდ თანამდებობაში აქვს ჩადებული”, – ამბობს წერეთელი.

როგორც გიგი წერეთელი აღნიშნავს, კულტურის მინისტრის ხელში არსებული ძალაუფლება იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანებმა ხმა არ უნდა ამოიღონ.

“არის ერთი მარტივი პრინციპი – არ უნდა დამორჩილდე და ის, რომ მარტო ხარ, ის რომ სუსტი ხარ, ის რომ შენი უფროსია და თვლი, რომ ძალები არაგაქვს, არ არის გამართლება. სამოქალაქო მოვალეობაა, რომ მსგავს მოვლენებზე თვალი არ დავხუჭოთ. თუ კი ვნახავთ, რაც დღეს ხდება, ლიტერატურული მუზეუმის წინააღმდეგ, ეს არის ის რეპრესიის ნიშნები, რომელზეც თვალი არ უნდა დავხუჭოთ და უნდა შევეწინააღმდეგოთ იმის მიუხედავად, შეგვიძლია თუ არა რეალური წინააღმდეგობის გაწევა”, – აღნიშნა თევზაძემ.

იტვირთბა....