პარტია კანონი და სამართლის ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, არსებული სოციალური პრობლემებიდან გამომდინარე, ხალხის მხრიდან პროტესტი გარდაუვალია და ამ ვითარებაში, ოპოზიციამ კოორდინირებულად უნდა ითანამშრომლოს ერთმანეთთან, რომ მოსახლეობას მათ მიმართ ნდობა გაუჩნდეს.
“ცოტახნით უნდა გადაიდოს ეს ამბიციები, გავხდეთ ერთი მთლიანი და იმ გაჭირვებულ ხალხთან ერთად დავდგეთ. არჩევნების დრო რომ მოვა, ვინც გინდათ ის ავირჩიოთ მერე. მთავარია, რომ ეს ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს გვიბედავს, რომლის გამოც ფანჯრებიდან ხტებიან ადამიანები, შევცვალოთ. არც მე მომწონს, ჩემი სტრატეგია არ ემთხვევა ოპოზიციისას, მაგრამ რა ვქნათ? ხომ შეიძლება, რომ ამ უბედურების გამო ერთად დავდგეთ, ამ ერთ საკითხში და მერე კისერი მოუტეხია ყველა პარტიას ერთად”, – განაცხადა ჩარკვიანმა ტელეკომპანია პირველის ეთერში.