ავსტრიაში იმ ადამიანებს, რომლებიც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარს აცხადებენ, მარტიდან 3 600 ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდა მოუწევთ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა განუცხადა. გამოცემა “ბლომბერგის” ცნობით, ჯარიმა შეეხება ყველა ზრდასრულ პირს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადამიანს ვაქცინაციისგან სპეციალური სამედიცინო ცნობა ათავისუფლებს.
ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დაჯარიმების შემდეგ კლავ უარს იტყვის ვაქცინაციაზე, ერთი თვის თავზე დამატებით 600 ევროს გადახდა დაეკისრება.
“პირველ ეტაპზე, აუცრელები წერილობით გაფრთხილებას მიიღებენ. მარტის შუა რიცხვებიდან კი პოლიცია და სხვა ოფიციალური პირები ვაქცინაციის სტატუსის შემოწმებას და ჯარიმების გამოწერას დაიწყებენ“, – წერს “ბლუმბერგი”.
ჯარიმა იმ შემთხვევაში გაუქმდება, თუ მისი გამოწერიდან ორი კვირის განმავლობაში დაჯარიმებული პირი ვაქცინას გაიკეთებს.