ახალი ამბები მთავარი

ზუგდიდში მძღოლების აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

 

დღეს ზუგდიდში მძღოლებმა აქცია გამართეს.  ყოფილი ავტოსადგურის ტერიტორიაზე აქცია საერთაშორისო და ქალაქთაშორისო მარშრუტების მძღოლებმა გამართეს. შეკრებილები ზუგდიდში თურქული კომპანია „მეტროს“ შესვლას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მგზავრების გადადინება მოხდება და მძღოლები გაკოტრებიან. მათი განმარტებით, ხელისუფლებას მათ რამდენიმეჯერ განუმარტეს პოზიცია, თუმცა მათ ყურადღებას არ აქცევენ.

აქციაზე  სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა გაფიცულ მძღოლებსა და ავტოსადგურის დისპეტჩერს შორის, რომელმაც მძღოლებს აქციის შეწყვეტისკენ და მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდა. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და აქციის ერთი მონაწილე ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე გადაიყვანეს.

იტვირთბა....